რა როლს ასრულებს ,,ხელოვნება” საზოგადოებაში?

3cd8aaa8f4e6     ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხის გაცემა ერთის მხრივ ძალიან მარტივია და ამავდროულად ძალიან რთულიც.ყველაზე იოლია, უბრალოდ ითქვას: ხელოვნება ესაა მხატვრული ლიტერატურა, ფერწერა, ქანდაკება, მუსიკა, კინო, თეატრი, არქიტექტურა, მაგრამ ეს მარტოოდენ ჩამოთვლაა ხელოვნების სხვადასხვა დარგებისა. გაცილებით ძნელია ლოგიკური განსაზღვრების ჩამოყალიბება, თუ რა უდევს საფუძვლად თითოეულ მათგანს.
ჩემი აზრით ხელოვნება ადამიანის განუყოფელი ნაწილია. ყველას სხვადასხვაგვარად ესმის სიტყვა ,,ხელოვნება”. ზოგი ცდილობს თანამედროვეობას აყვეს, ზოგი კი ანტიკურ ხანას აღმერთებს. ხელოვანი ადამიანი ვერ გახდები თუ ბუნებით, დაბადებიდანვე არ გაგაჩნია ამის ნიჭი, ვერ გახდები თუ მატერიალური სამყარო გხიბლავს, თუ არ გიყვარს ოცნება . ჩემი აზრით ხელოვნების წარმოშობა სწორედაც რომ მეოცნებენის ფენომენია და ისინი ქმნიან ნამდვილ, საღ ხელოვნებას. ჭეშმარიტი ხელოვნება ადამიანის ინტელექტს ამაღლებს, აძლიერებს, სულიერად ასაზრდოვებს.ხელოვნება ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

რას ნიშნავს სიტყვა ხელოვნება ,,ვრცლად” :
ხელოვნება, ვრცელი გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა ნაწარმოებებში, რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს. სიტყვა ხელოვნება აღიქმება როგორც ბუნების საპირისპირო ცნება. ამ აზრით ხელოვნებას მიეკუთვნება ყველაფერი, რაც არაბუნებრივი წარმოშობისაა, ანუ შექმნილია ადამიანის (ავტორის, ხელოვანის) მიერ. თანამედროვე ინტერპრეტაციით, ხელოვნების განსაზღვრებები ასახავენ ესთეტიკურ კრიტერიუმებს, და ტერმინი ერთნაირად შეეხება ლიტერატურას, მუსიკას, ცეკვას, დრამატურგიას, მხატვრობას, სკულპტურასა და არქიტექტურას.
ვიწრო გაგებით, ხელოვნებაში გულისხმობენ მხოლოდ სახვით ხელოვნებას, ანუ ფერწერას, გრაფიკას და ხუროთმოძღვრებას. სიტყვა ხელოვანს მეტაფორული მნიშვნელობითაც იყენებენ და იგი აღნიშნავს ცოდნის, ოსტატობის მაღალ დონეს ნებისმიერ საქმიანობაში.
eg6oe  შუა საუკუნეებში ტერმინი ხელოვნება გამოიყენებოდა სწავლების აღსანიშნავად, განიხილებოდა როგორც შეცნობის ინსტრუმენტი. ამ ეპოქის შვიდ თავისუფალ ხელოვნებას მიეკუთვნებოდა: გრამატიკა, ლოგიკა, რიტორიკა, არითმეტიკა, მუსიკა, გეომეტრია და ასტრონომია. დასავლურ კულტურაში ვიზუალურ ხელოვნებათა შორის საუკუნუნეების განმავლობაში რჩებოდა მხოლოდ ფერწერა და სკულპტურა. ისლამურ კულტურაში ძირითადი ფორმა ორნამენტი იყო, ვინაიდან ეს რელიგია ცოცხალი არსებების გამოსახვას კრძალავდა. ზოგიერთ კულტურაში ნიღბები, ტატუირება, კერამიკა და ლითონის ნაკეთობები იყვნენ სახვითი ხელოვნების ძირითადი ფორმები. ტექნიკურმა პროგრესმა შესაძლებელი გახადა ხელოვნების ახალი ფორმების გაჩენა, როგორებიცაა: ფოტოგრაფია და კინო, ხოლო თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიები ხილული სახეების სრულიად ახალი ფორმების შექმნისა და წარმოდგენის საშუალებებს იძლევა.
ხელოვნების დარგებია :
Italy_Pisa-LeaningTower_1არქიტექტურა
72276 გრაფიკა
Unmask04 დეკორატიული ხელოვნება
cae5a60a87b9თეატრი
18-12-Kino1 (1)კინოხელოვნება
literaturoznavtsvoლიტერატურა
169599_145812355555809_156522024_oმუსიკა
tj73tსკულპტურა
naqargi31ფერწერა
andy-rouseფოტოგრაფია
23a53e40bf00ქორეოგრაფია
ხელოვნება შეიძლება დაეფუძნოს ფორმას, ფიგურას (ფერწერა, სკულპტურა), სიტყვას (ლიტერატურა), ბგერას (მუსიკა), მოძრაობას (ცეკვა) ან მათ ჰიბრიდს (თეატრი, კინო).
მოვუწოდებ ყველას დიდს, პატარას, თუკი თავს ხელოვან ადამიანად თვლით არასოდეს არ დაყაროთ ფარხმალი იბრძოლეთ თქვენთვის, რადგანაც პირველრიგში თქვენი შემოქმედებას თქვენვე უნდა აფასებდეთ და მოგწონდეთ. რადგან ცხოვრება არც ისე მარტივი და ადვილია იბრძოლეთ თქვენი მიზნებისთვის, დაიცავით ისინი. ვინ იცის ვის როგორი ბედნიერი დღე გაუთენდება და მწვერვალზე ავა, ხოლო მწვერვალზე ასასვლელი ნაბიჯები ძალიან ფრთხილად უნდა ავიაროთ და მწვერვალზე ასულს არ უნდა დაგვავიწყდეს ერთ რამ ,,თუ ვინ ვიყავით მანამდე”. )))

კინოკლუბის გახსნა. ფილმის თემა – ,,ნარკომანია”

Kinoklubi-logo-01-1024x323იტრიის საჯარო სკოლაში შეიქმნა კინოკლუბი,სადაც ნაჩვენები იქნება ფილმები სამოქალაქო და სოციალურ საკითებსა და პრობლემებზე.
kadri filmidan kalaTburTelis dRiurebiპირველი ფილმის პრეზენტაცია გაიმართა 7 მარტს ,,კალათბურთელის დღიურები” (Basketball Diaries). ფილმი შეეხება სოციალურ პრობლემა ,,ნარკომანია”-ს, რომელიც ფილმის მთავარ პერსონაჟებს ცხოვრების წესად გადაექცათ და მათ ეს საქციელი დაღუპვას,საკუთრი თავის თვითრეალიზაციის დაკარგვის უნარს უქადდათ.
ფილმს ესწრებოდა სამოქალაქო კლუბ ,,ტოლერანტი”-ს ცხრამეტი წევრი და სამოქალაქოს მასწავლებელი, ქალბატონი ირინა ულუმბელაშვილი. ჩვენების შემდეგ განიხილეს ფილმის მთავარი იდეა, პრობლემა.აგრეთვე გაიმართა დისკუსია, განიხილეს სხვადასხვა აზრი იმასთნ დაკავშირებით თუ როგორ შეიძლება აღმოიფხვრას ეს პრობლემა საზოგადაოებაში. Continue reading

სოციალური მედიის ტრენინგი

ქალაქ გორში,არასამთავრობო ორგანიზაცია ბილიკში ჩატარდა სოციალური მედიის ტრენინგი(ტრენერი ჟანა ეგაძე).ამ ტრენინგის საშუალებით ტრენინგზე მყოფმა ბავშვებმა გაიგეს სოციალური მედიის არსი საზოგადოებაში და შეისწავლეს ბლოგების შექმნა.თითეული მათგანი აპირებს მიიღოს ბლოგების კონკურსში მონაწილეობა,მათ უკვე არჩეული აქვთ მათთვის სასურველი კატეგორიები. ვუსურვებ ყველას წარმატებას.           Continue reading